logo
ENG



ალასანია სააკაშვილზე: უჭირს სიარული, საშინელი საყურებელია

13 დეკ 202120:05
3 წუთის საკითხავი
 
ალასანია სააკაშვილზე: უჭირს სიარული, საშინელი საყურებელია
ფოტო: ფორმულა/კადრი

​მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიარული ისევ უჭირს. 

როგორც ალასანიამ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა ნორმალური არაა. 

ამასთან, ასალანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. 

"ჯოჯოხეთი თითქოს გავიარეთ ვფიქრობ, მაგრამ რომ ვუყურებ, გავიარეთ რო?! ძალიან თვალშისაცემია, ადამიანს უჭირს სიარული. მაგის ნორმალური სიარული არ მახსოვს, დაფრინავდა ხოლმე და ახლა უცებ ხედავ რომ ვერ დადის. საშინელი საყურებელია. ნორმალური მდგომარეობა აშკარად არ არის. ვხედავ რომ უნდა გადადგას ფეხი და ვერ დგამს.

21 დეკემბრის აქციაზე დიდ იმედებს ამყარებს. ფიქრობს, რომ ის ძალა, ძალის ჩვენება არის გადარჩენის აუცილებელი საშუალება", - თქვა ალასანიამ. 

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 


close დახურვა