logo
ENG



ალასანია სააკაშვილის ინტერვიუზე: არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება

28 იან 202312:06
3 წუთის საკითხავი
 

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუში, სადაც საუბარია რუსეთიდან შემოგზავნილ აგენტებზე, არ იგულისხმებიან ქართველები და კონკრეტულად არავისზეა საუბარი. მისივე თქმით, უკრაინაში ყოფნის დროს სააკაშვილთან მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

"გაიმართა რაღაც სპეკულაცია საზოგადოებაში, ვინ იგულისხმება, რა იგულისხმება, როგორ იგულისხმება, არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, ეს არის საუბარი უკრაინაზე. ყველაზე პოპულარული ტერმინია რუსეთში, საინფორმაციო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, ჩემი შვილის შემთხვევაში იყო, რომ მიდიოდნენ მასთან, სადაც ნახავდნენ, კაფე იქნებოდა ეს თუ აეროპორტი, და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა არის სასწრაფოდ აუცილებელი და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით. ეს იყო ამოცანა, ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა... არავისზე კონკრეტულად არ არის საუბარი", - განაცხადა ალასანიამ.

გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2021 წელს ის ადამიანები, ვინც მის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის აგენტები იყვნენ.


close დახურვა