logo
ENG



ალბათ 5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო - ბაჩალიაშვილის დედა

31 ივლ 202021:32
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ელექტროშოკი გარდაცვლილს მანქანაში უნდა ჰქონოდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა