"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ელისაშვილმა განაცხადა, თბილისის მერმა ტაქსების რეფორმის განხორციელებით შეცდომა დაუშვა.
„არაკომპეტენტურმა და გაუაზრებელმა რეფორმამ, სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. როგორც სახლის მშენებლობის დაწყება არ შეიძლება სახურავიდან, ისე არ შეიძლება სატრანსპორტო რობლემის მოგვარების ტაქსებით დაწყება. მან ტაქსების რეფორმით შეცდომა დაუშვა. ქალაქის მერს ვიწვევ დებატებში, რათა დავუსაბუთო, რომ ამ რეფორმის ასე გაგრძელების შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემა აბსოლუტურად დაგვემხობა თავზე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
დათანმდება თუ არა კალაძე ელისაშვილის გამოწვევას, ჯერჯერობით უცნობია.