logo
ENG



ალეკო ელისაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს საბურთალოზე იყრის

04 აგვ 202019:06
3 წუთის საკითხავი
 

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარად იყრის. ამის შესახებ ელისაშვილმა განცხადება პარტიის პრეზენტაციაზე გააკეთა.

"მინდა ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა 2014 წელს, როდესაც მე საბურთალოელებმა, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, დამიჭირეს მხარი.

დიახაც, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია მოქალაქეების სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი",-განაცხადა ელისაშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე.

საბურთალოს ოლქში მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო წარადგინა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ამ ოლქში მათ საერთო კანდიდატი არ დაუსახელებიათ.


close დახურვა