logo
ENG



ალექსანდრე მაისურაძე: კონგრესმენების წერილი, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგისკენ მოწოდება იყო

17 დეკ 201917:44
3 წუთის საკითხავი
 
wjwm7odairxrn7p.png

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციას ესწრებიან, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს კრიტიკა ქვეყნის იმიჯს არ დააზარალებს.

საქმე ეხება, ამერიკელი კონგრესმენების ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი გახარიას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე კი მიიჩნევს, რომ კონგრესმენების წერილი, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგისკენ მოწოდება იყო.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მოწოდება დიალოგისაკენ, მეტი განსხვავევბული გზავნილი არ ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ აშშ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი სახელმწიფო“, - აცხადებს ალექსანდრე მაისურაძე.

როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში, ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე. გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

 


close დახურვა