logo
ENG



ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა

28 თებ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის – საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა. 

"ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე  ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები. 

სრული ინფორმაციიას სანახავად გადადით ბმულზე

 


close დახურვა