logo
ENG



ალიევი მოსკოვში ჩავიდა

22 აპრ 202415:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/22/5ycwq0p2jh64nf8.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მიწვევით გაემგზავრა.

ალიევს ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცნობით, ალიევი და პუტინი ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს განიხილავენ.


close დახურვა