logo
ENG



ალიევი უკრაინელებს: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას

13 ივლ 202615:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/6rp5yd67daol72t.png

აზერბაიჯანის  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში, ქალაქ შუშას გლობალურ მედიაფორუმზე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და უკრაინელებს მოუწოდა - არასოდეს შეეგუონ ოკუპაციას. 

"მიმაჩნია, ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. ასევე ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის, პოზიცია, რომლის მიწებიც ოკუპირებული იყო და შემდეგ ამ ოკუპაციისგან გაათავისუფლეს.

არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა, დღესაც იგივე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას.

სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. ის არ იღებს ოკუპაციას, გასული წლის ძალიან რთული მომენტების მიუხედავად. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული წრეების ზეწოლა, რათა შეჩერებულიყო ბრძოლა ოკუპაციის ეფექტურად ფორმალიზების პირობით. თუმცა, არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელმძღვანელობა ამაზე არ დათანხმდა", - თქვა ალიევმა. 

ალიევმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია.

"მან ეს საჯაროდ არაერთხელ განაცხადა. მიმდინარე წლის აპრილში აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ ასევე დეტალურად გავცვალეთ მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი პოზიციაა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა შეხების ხაზის გასწვრივ. ვერ ვიტყვი, რამდენად აქტუალურია ეს წინადადება ახლა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მას ამ პოზიციიდან საჯაროდ უკან არ დაუხევია. აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მტკიცეა",  - განაცხადა ალიევმა.


close დახურვა