logo
ENG



ალილოს მსვლელობა იწყება

07 იან 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
rilf0f0cn0rk1f1.png

რესპუბლიკის მოედანზე ალილოს ტრადიციული მსვლელობა იწყება. უკვე მზად არის ურმები, რომლებზეც გზად საშობაო ნობათს დაალაგებენ. ადგილზე იმყოფება თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძეც. მან ყველას მიულოცა ქრისტეშობის დღესასწაული და მოუწოდა მორწმუნეებს, შეუერთდნენ მსვლელობას.

„ხედავთ, რომ არის საოცარი გარემო, ბავშვები ქმნიან სასწაულ განწყობას. წელს ვესწრები ჩემს შვილებთან ერთად და მინდა, რომ ყველასთან ერთად მივულოცო დღევანდელი დღე. მერიის სახელით მინდა გავაკეთო მილოცვა - ძალიან დიდი და ემოციური დღეა. მინდა გთხოვოთ, შემოუერთდეთ მსვლელობას“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ალილოს მსვლელობა უკვე მეოცედ ტარდება დედაქალაქში. მსვლელობის მონაწილეები ჩაივლიან საქართველოს პარლამენტთან, საკრებულოსთან და პრეზიდენტის სასახლესთან, სადაც მათაც ოფიციალური პირები ტკბილეულით დაასაჩუქრებენ. სამებაში მისული ალილოს მონაწილეები კი შეგროვილ პროდუქტს დაახარისხებენ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და საპატიმროებს გადასცემენ საჩუქრად.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეშობას. გაბრწყინებული საქართველო გვენახოს. მინდა, ასევე, მივულოცო მთელ მსოფლიოს ქრისტეშობა. შევაგროვებთ ტკბილეულს და გადავცემთ გაჭირვებულ ხალხს", - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.

ალილოს ტრდაციცია დასაწყისს იღებს მეხუთე-მეექვსე საუკუნიდან, თუმცა მოგვიანებით საბჭოთა კავშირში ის აიკრძალა. ოცი წლის წინ კი ტრადიცია ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

 


close დახურვა