logo
ENG



ალტ ინფომ ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცა

16 იან 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

ასრულებდნენ თუ არა ყვარელშიც ხელისუფლების დაკვეთას მოძალადე ჯგუფები. პუტინისტურმა ალტ ინფომ ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცა. სათანადო რეაგირება არ ჰქონია ადგილზე მისულ პოლიციასაც. ევრო-ატლანტიკურ ცენტრში საჯარო ლექცია უნდა გამართულიყო, დაწყებამდე 15 წუთით ადრე კი კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან აგრესიული ჯგუფების წარმომადგენლები ჩაიყვანეს. თავად ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ აქციის მონაწილეებიც და პოლიციაც, ორივე ხელისუფლების მოგზავნილია. გამოძიება კი მოთხოვნის მიუხედავად, არც კი დაწყებულა. ალტ ინფო აქაც დაუსჯელია.


close დახურვა