ალუბლების ქუჩის მოსახლეობა პროტესტს განაგრძობს. ადგილობრივებმა სკვერის გაშენება თვითნებურად დაიწყეს.
მოსახლეობა მერიას ადგილზე სკვერის, ან საბავშო მოედნის გაშენებას წლებია სთხოვს, თუმცა დედაქალაქის მთავრობამ ადგილზე 2 მაღალსართულიანი კორპუსის აშენებისთვის გასცა ნებართვა.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ აქ არ აშენდეს კორპუსი. მსოფლიო იბრძვის ბავშვების უფლებებისთვის და ჩვენც ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის", - აცხადებენ ადგილობრივები.
ალუბლების ქუჩის მოსახლეობის პროტესტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.