logo
ENG



ამ დრომდე უცნობია, ვინ გაქურდა გმირების მემორიალი გორში

30 მაი 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

ამ დრომდე უცნობია, ვინ გაქურდა გმირების მემორიალი გორში. პოლიციას ვანდალიზმის აღიარება მხოლოდ მას შემდეგ მოუხდა, რაც ფაქტი ფორმულამ გააშუქა. დეტალებზე გორის მერიაც დუმს და შინაგან საქმეთა სამინისტროც. "ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალი"  2009 წელს გორის ციხესთან, რუსეთთან ომში დაღუპულების ხსოვნის სიმბოლოდ გადაიტანეს. 8 ქანდაკებიდან სამი დაზიანებულია - ერთს ხმალი აქვს მოგლეჯილი, ერთი ქანდაკების ხმალზე კი ხერხის კვალი შეინიშნება. მოპარული ნაწილები, სავარაუდოდ, ჯართად ჩააბარეს.

 


close დახურვა