logo
ENG



ამ ეტაპზე რთულია ტესტების ფასის დადგენა - თამარ გაბუნია

01 აპრ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 
stks6x8h0in74xh.jpg

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოტანილი ტესტების საბაზრო ღირებულებაზე საუბარი ნაადრევია. 

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიმდინარეობს ბაზრის შესწავლა და ამის შემდეგ დადგინდება ტესტების ღირებულება. პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტების საფასურს კი სახელმწიფო დაფარავს. 

„ლაბორატორიების მზაობის შეფასება უკვე ხდება, იდენტიფიცირებულია შვიდი ლაბორატორია, სადაც ოქროს სტანდარტის გავრცელება შეიძლება. ორგანიზებულად გავაკეთებთ კლინიკების მობილიზებას, ვინც ჩართულია მართვის მიმართულებით. ფასს რაც შეეხება - რთულია მისი დადგენა. ის არაა ხელმისაწვდომი ბაზარზე და ვმუშაობთ მათ შემოტანაზე. ტესტის ფასს რაც შეეხება - შესყიდვა იქნება ცენტრალიზებული გზით. ფასის დასადგენად მიდის ბაზრის ანალიზი და უმოკლეს პერიოდში ფასიც დადგინდება. რომელი ტესტებიც არის ალგორითმით გათვალისწინებული, დაიფარება სახელმწიფოს მიერ", - ამბობს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის ვირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო რეჟიმი, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი.


close დახურვა