logo
ENG



ამაღლობელი: მწერალთა სახლი მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა

10 აგვ 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/10/yuy7065g59w17rx.jpg

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა.

ვფიქრობ დღეს ცალ-ცალkე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს,
როგორც სახელმწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში.

შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი.


close დახურვა