logo
ENG



ამბები, რომლებიც 12 დეკემბერს უნდა იცოდე

12 დეკ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/6jqzwu3xsde6ugb.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 12 დეკემბერს უნდა იცოდეთ

ტრამპის უარყოფილი სარჩელი

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი უარყო - სარჩელით ტრამპი და მხარდამჭერები ოთხ შტატში (პენსილვანია, მიჩიგანი, ჯორჯია და ვისკონსინი) საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. თუმცა, ოთხივე სადავო შტატში გამარჯვება ბაიდენმა მოიპოვა.

სარჩელი უპრეცდენტო იყო, ვინაიდან 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 კონგრესმენი უჭერდა მხარს. ის ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს.

 509 აბი სუბოტექსი

სამეგრელოს პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა. ამოღებულია 500 აბზე მეტი სუბოტექსი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 780 და გარდაიცვალა 50 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხმა 183 099-ს მიაღწია. აქედან 150461 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 694 კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 71.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 49.6  მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 106 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

როგორი ამინდია საქართველოში მოსალოდნელი დღეს?

 

 


close დახურვა