logo
ENG



ამბები, რომლებიც 15 აგვისტოს უნდა იცოდე

15 აგვ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
2f1uowqmhkbfkj9.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 15 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

მოქალაქემ, კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა

 

მოქალაქე ნატალია ფარცხალაძე აცხადებს, რომ უკანონო პატიმარია სასტუმრო Holiday Inn -ში. მან დღეს, 14 აგვისტოს კარანტინის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ნატალია ფარცხალაძე Facebook-ის გვერდზე საჯაროდ წერს, რომ თვითიზოლაციისა და PCR ტესტის საკუთარი ხარჯით გაკეთება, არ განიხილეს. 

"8 აგვისტოს საფრანგეთიდან Air France-ის რეგულარული რეისით დავბრუნდი სამშობლოში და განსხვავებით იმავე ქვეყნიდან შემოსული საფრანგეთის მოქალაქეებისა და იქ ბინადრობის უფლების მქონე პირებისგან, პატრულის ესკორტით, სპეციალური ავტობუსით, როგორც დამნაშავე გადამიყვანეს 14 დღიან იძულებით პატიმრობაში", - წერს ის.

მოქალაქემ, კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა

მოქალაქე ნატალია ფარცხალაძე აცხადებს, რომ უკანონო პატიმარია სასტუმრო Holiday Inn -ში. მან დღეს, 14 აგვისტოს კარანტინის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ნატალია ფარცხალაძე Facebook-ის გვერდზე საჯაროდ წერს, რომ თვითიზოლაციისა და PCR ტესტის საკუთარი ხარჯით გაკეთება, არ განიხილეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელისა და იურისტის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოსარჩელე დისკრიმინაციული მოტივით მიმართავს სასამართლოს. მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელებისგან განსხვავებით, კარანტინში ათავსებენ და სწორედ ეს არის დისკრიმინაცია.

 

8-2 - ბაიერნმა ბარსელონა დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

 

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნმა კატალონიის ბარსელონა 8-2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ბარსელონას კარში ორი გოლი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, ორი თომას მიულერმა, ერთი ჯოშუა კიმიხმა, ერთი სერჟ გნაბრიმ, ერთი რობერტ ლევანდოვსკიმ და ერთიც ივან პერიშიჩმა.

კატალონიელთა მხრიდან თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. ერთი გოლი კი ბაიერნის მცველმა დავიდ ალაბამ საკუთარ კარში გაიტანა. ბაიერნი ნახევარფინალში მანჩესტერ სიტისა და ლიონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს პსჟ და ლაიფციგი დაუპირისპირდებიან.

 

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეიდან იწყება

 

18 წლამდე მოზარდების 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დღეს იხსნება. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა არასრულწლოვნის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი. ასევე, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მის სახელზე კომერციულ ბანკში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნება.

თუ ფიზიკურ პირი ვერ ახერხებს რეგისტრაციის გავლას, მან უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობებს, იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს და ლიბერთი ბანკის ფილიალებს.

 

სამგზავრო ავტობუსის და მისი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს.

სამგზავრო ავტობუსის და მისი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1306 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1085 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 261 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 7597 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 21.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 14.1 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 763 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა