logo
ENG



ამბები, რომლებიც 19 სექტემბერს არ უნდა გამოტოვო

19 სექ 202011:14
3 წუთის საკითხავი
 
joyfdefmh7y1mmh.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 19 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

ქარელთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ქარელი-ხაშურის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 10. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მგზავრები საჩხერედან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. რა დროსაც, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ბორდურს შეეჯახა

დაშავებული მგზავრები უკვე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 187 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1481 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 30.7 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 22.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 956 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 61 400-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას ახალ ვიდეოკლიპში

ლედი გაგას ახალი სიმღერის კლიპი, სახელწოდებით "911", ესთეტიკურად სომხური წარმოშობის ქართველი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას ეფუძნება.

 

სიმღერის კლიპში ჩანს პოსტერი ფილმიდან „ბროწეულის ფერი“, რომელიც კინორეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა 1968 წელს გადაიღო.

 

ალექსეი ნავალნი ფეხზე წამოდგა

რუსმა ოპოზიციონერმა ბერლინის კლინიკაში გადაღებული ახალი ფოტო ინსტაგრამზე დადო და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა

 

ნავალნი წერს, რომ სიარული ჯერაც უძნელდება, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს


close დახურვა