ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 20 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
„ოცნების” მაჟორიტარების სია
ვის დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატებად „ქართული ოცნება" ოფიციალურად დღეს გახდება ცნობილი.ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.როგორც პარტიაში აცხადებენ მაჟორიტარულ ოლქებში არამხოლოდ ნაცნობი სახეები ახალი სახეებიც იბრძოლებენ.რაც შეეხება პროპორციულ სიას, სია საზოგადოებისთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდება.საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის ვარაუდით „ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიების დამარცხებას თითქმის ყველა ოლქში პირველივე ტურში შეძლებს.
როდის გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი?
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა, ამის შესახებ „დროებასთან" წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს. მისი თქმით, ოქმში არსებული ჩანაწერები სადაც შაქარაშვილის სხეულზე არსებულ, გვამურ გაშეშებებზეა საუბარი, გარდაცვლილს 4დღე არ უნდა აღენიშნებოდეს. ცხედრის მდგომარეობა კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ გიორგი შაქარაშვილი წყალში 4 დღე არ ყოფილა. ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ გაუჩინარების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დამნაშავეებმა ფეხბურთელი წყალში დანაშაულის დაფარვის მიზნით გადააგდეს.
ასევე, დაიკითხებიან თუ არა ბრალდებულების უფლებადამცველების მოთხოვნით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ოქროს მოწმეები. ადვოკატების ნაწილი დღეს საქალაქო სასამართლოს მოწმეთა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს. ბრალდებულთა უფლებადამცველებმა მოწმეების მათ მიერ გამოკითხვის მოთხოვნით უკვე მიმართეს მოწმეთა ადვოკატებს, თუმცა მათგან პროცედურის ჩატარებაზე უარი მიიღეს.ბრალდებულთა ადვოკატები ეჭვობენ რომ ოქროს მოწმეები გამოძიებასთან ნაწილობრივ თანამშრომლობენ.
არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა მარსის ისტორიული მისიისთვის კოსმოსში რაკეტა გაუშვა
არაბმა მეცნიერებმა მარსის მისიისთვის ხომალდი წარმატებით გაუშვეს. ხომალდი იაპონიიდან გაფრინდა. ისტორიული მისიის მთავარი მიზანი მარსის ამინდისა და კლიმატის უკეთ შესწავლაა.
მისია „იმედი” წითელი პლანეტის ორბიტაზე 2021 წელს მიაღწევს და გათვლილია, რომ მისი ჩასვლა გაერთიანებული საემიროების შექმნის 50 წლის თავს უნდა დაემთხვეს.
გაერთიანებული საამიროების ეს მისია ამ თვეში მარსის სამი მისიიდან ერთ-ერთია. შეერთებული შტატები და ჩინეთი ასევე ემზადებიან მარსის „როვერების” გასაგზავნად და როგორც BBC იუწყება, მომზადების ბოლო ეტაპზე არიან.
ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ქუთაისში მოკლული ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა. დაკავებულმა ქალმა თავისი მეგობარი ახალგაზრდა ქალი მასთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა, მიყენებული ჭრილობების შედეგად ე.ჩ ადგილზევე გარდაიცვალა.დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს აღიარებს.
ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.ზვიადაურს ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.
20 ივლ 202000:54 ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტში „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. ინფორმაციას „იმედინიუსი" ავრცელებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, როგორც ზვიადაურის ახლობლები აცხადებენ, შელაპარაკება სუფრაზე ნასვამ პირებს შორის მოხდა, რაც დაჭრით დასრულდა. სპორტსმენი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, ინფორმაცია მედიისგან გაიგეს და დეტალებს ამ წუთებში აზუსტებენ.იმედი: ახმეტაში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს
ამ დროისათვის ყოფილი დეპუტატი ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით,მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
ხვიჩა მაღლაკელიძეს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ხვიჩა მაღლაკელიძეს საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ფაქტს ანტისაოკუპაციო მოძრაობა , ძალა ერთობაშიას ლიდერი, დავით ქაცარავა გამოეხმაურა. ქაცარავა მიიჩნევს, რომ მაღლაკელძის და ოკუპანტების მიერ უკანონოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეებისათვის სახელმწიფო და საზოგადოება მეტად უნდა რეაგირდებდეს. ძალა ერთობაშიას ლიდერის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს კუპანტებმა 25 მოქალაქე გაიტაცეს, თუმცა საზოგადოებამ მხოლოდ 7 ადამიანის გატაცების შესახებ იცოდა.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
1028 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 899 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 232 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5687 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 14.6 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 8.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 608 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.