ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 5 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნა
„შაბათის ფორმულამ" გაარკვია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოძიებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უკვე ცნობილია. კერძოდ, არაგვში მოხვედრისას 19 წლის ბიჭი ცოცხალი იყო, თუმცა მას წყალში მოხვედრამდე სხეულის მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, რაც იძლევა იმისი თქმის საფუძველს, რომ შაქარაშვილს ჯერ სასტიკად გაუსწორდნენ, სცემეს და უმწეო მდგომარეობაში მდინარეში, სავარაუდოდ, გადააგდეს და ის თვითონ არ ჩავარდნილა.
04 ივლ 202019:21 გიორგი შაქარაშვილს, სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ - „შაბათის ფორმულამ" გაარკვია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოძიებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უკვე ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ „ფორმულასთან" შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი, მირიან ნიკოლაძე, ყვება. შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.შაქარაშვილს, სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ - ექსპერტიზის დასკვნა
ამ დასკვნას უახლოეს დღეებში პროკურატურა გამოაქვეყნებს, თუმცა იმისი რისკი რომ კითხვებზე პასუხის ნაცვლად - საქმეში უფრო მეტი ბუნდოვანება გაჩნდეს - მაღალია. ეჭვს რომ მოზარდი მოკლეს ამყარებს არაერთი გარემოება - მათ შორის წელის ჩანთა, რომელიც გიორგი შაქარაშვილს თავდასხმამდე რამდენიმე წუთით გადაღებულ კადრებში თან აქვს. გაუჩინარებიდან მეორე დღეს კი ჩანთა ხიდის ქვეშ საყრდენი ბეტონის დიდ ძელზე იპოვეს. ეს გარემოება იძლევა საფუძველს, ვთქვათ - შესაძლოა მას შემდეგ რაც ნაცემი ახალგაზრდა წყალში გადააგდეს, კვალის არევის მიზნით მისი პირადი ნივთი მდინარესთან ახლოს დატოვეს.
კანიე ვესტი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს
ამერიკელმა რეპერმა კანიე ვესტმა საკუთარ Twitter-ზე გამოაცხადა, რომ აპირებს. ვესტმა დაწერა: „ჩვენ ახლა უნდა გავაცნობიეროთ ამერიკის დაპირება ღმერთთან ნდობით, ჩვენი ხედვის გაერთიანებით და ჩვენი მომავლის აშენებით. მე პრეზიდენტობაზე ვიყრი კენჭს! # 2020VISION.”
ვესტის განცხადებას Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გამოეხმაურა და რეპერის ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კანიე ვესტს პრეზიდენტობის სურვილი გამოუთქვამს. 2016 წელს VMA-ს დაჯილდოვებაზე თქვა, რომ 2020 წელს არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობა. თეთრ სახლში ადგილის დაკავებაზე ვესტმა გასულ წელსაც ისაუბრა.
ბაქოში საღებავების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
აზერბაიჯანში საღებავების ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით. ხანძრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძარი 700 კვადრატულ კილომეტრამდე გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობდნენ. ხანძარი რამდენიმე საათში ჩააქრეს, თუმცა გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 ივლ 202010:39 6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებს.საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებს.
შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული ორიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.” - წერია შსს-ს განცხადებაში.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკები გაუშვეს
აშშ-ის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკები გაუშვეს, თბილისის ანძა კი ამერიკის დროშის ფერებში განათდა.
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ფეიერვერკების გაშვება ორასზე მეტი წლის ტრადიციაა.
შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა.
აშშ-ში აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს
შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ძეგლი თოკის გამოყენებით ჩამოაგდეს შემდეგ კი ნავსადგურში ჩააგდეს.
05 ივლ 202010:53 შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა . ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ძეგლი თოკის გამოყენებით ჩამოაგდეს შემდეგ კი ნავსადგურში ჩააგდეს. ამერიკაში დემონსტრანტები ქვეყნის მაშტაბით ისტორიული პირების მონუმენტებისა და ქანდაკებები აღებას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ეს პიროვნებები მონობისა და რასიზმის სიმბოლოებს წარმოადგენენ.აშშ-ში აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
951 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 828 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 192 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3828 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 11.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 6.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 533 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 400-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.