logo
ENG



ამბები, რომლებიც 7 აგვისტოს უნდა იცოდე

07 აგვ 202009:22
3 წუთის საკითხავი
 
2zjci323udownjf.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 7 აგვისტოს უნდა იცოდეთ

 

12 წელი აგვისტოს ომიდან

 

12 წლის წინ - 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ოფიციალური ინფორმაციით, ომს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი შეეწირა.

საჯარო უწყებებს დაღუპული სამოქალაქო პირების სია ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული არ აქვთ.

Formula * ფორმულა

თავდადებისთვის! ფოტოზე აღნიშნულია საქ... ართველოს თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლების სახელები და გვარები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან ომში დაიღუპნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ომს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი შეეწირა. საჯარო უწყებებს დაღუპული სამოქალაქო პირების სია ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული არ აქვთ.

12 წლის თავზე საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ათვისებას და მოქალაქეების გატაცებას.

 

გენერალური პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, Facebook-ს, Instagram-სა და Google-ს ადმინისტრაციას ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართა და ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახსაც მიაწოდა. ასევე ახსნილია ის პროცედურები, რომელიც უწყებამ საქმის გამოძიების დროს აწარმოა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყებას 28 ივლისს Facebook-მა დაუდასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი საჯაროდ აღარ იძებნებოდა. 

 

ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ საქმეზე საუბრობს

 

ბაჩანა ლობჟანიძე, პირი რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულად ასაღებს, არ გამორიცხავს, რომ თამარის ლეპტოპის საძიებო სისტემაში სხვას მოეძიებინა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. ამის შესახებ მან „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა.

გარდა ამისა, ლობჟანიძე საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა ლეპტოპში დისტანციურად შესულიყო ვინმე. ლობჟანიძე ამბობს იმასაც, რომ აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა საძიებო სისტემიდან მოპოვებული თარიღები შეცვლილი. როგორც ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი განმარტავს, ამ ყველაფრის დადგენა გარდაცვლილი პროგრამისტის მობილურიდან არის შესაძლებელი.

 

თბილისში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

 

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სისწრაფით მიავალი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც 3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. 61 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, გულ-მკერდისა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნება. ხოლო, მეორე პაციენტს 65 წლის მამაკაცს თავის ტვინის დაჟეჟილობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ჩაერთვება, თუ არა FBI ბაჩალიაშვილის საქმეში?

 

ბაჩალიაშვილები და გამოძიება - გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები გუშინ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც თეონა თამაზაშვილი ამბობს, შოთაძე მას საქმეში FBI-ს ჩართვას დაპირდა.

დღეს, 21:00 საათზე, „პოლიტმეტრში” გაიგეთ, რა ახალი დეტალები უკვეთება ბაჩალიაშვილის საქმეში და რას ამბობს გამოძიება.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1213 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 994 გამოჯანმრთელებული და 17 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 333 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 6680 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 19.2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 12.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 717 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 64 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა