logo
ENG



ამბები, რომლებიც 7 სექტემბერს უნდა იცოდე

07 სექ 202009:13
3 წუთის საკითხავი
clock 1250
yo91unb8lo5orjo.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 7 სექტემბერს უნდა იცოდეთ

 

შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვნების სასამართლო დღეს გაგრძელდება

 

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო დღეს გაგრძელდება. არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სავარაუდოდ, დღესვე მოიხსნება არასრულწლოვნების მიმართ დაწესებული შეზღუდვა გარე კომუნიკაციასთან დაკავშირებით. უფლებადამცველების მოლოდინით პროცესზე ბრალდების მხარე მოწმის სახით სავარაუდოდ წვეულებაზე დამსწრე პირებს წარადგენს.

შაქარაშვილის საქმე - ბრალდებულების ვიდეოჩანაწერები

▪️ შაქარაშვილის საქმეზე საკნებში მყოფი ბრალდებულების ვიდეოჩანაწერები ▪ რომელი გამონათქვამები იმსახურებს ყურადღებას და როგორია სხვა შეფასებები

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმეში არ არის მასალები, რის საფუძველზეც ბრალდების მხარე მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს. 

 

ბაჩალიაშვილის საქმე - ახალი დეტალები

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე „დროებისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. „დროების“ ჟურნალისტის მიერ მოპოვებული მასალით დგინდება, რომ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე კომპანია „ქონექთშისივი გააგზავნა. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ბაჩალიაშვილი კომპანიაში არ მისულა, თუმცა მას კომპანიისთვის 20 ივლისამდე დავალება უნდა შეესრულებინა. როგორც „ქონექთის" დირექტორი ამბობს, კომპანიაში 18 ივლისის ვიდეოჩანაწერები აღარ არსებობს. ბაჩალიაშვილის დედაც ასევე ადასტურებს, რომ მისი შვილი ახალ სამსახურს ეძებდა. 

დროების ექსკლუზივი - ბაჩალიაშვილის საქმის უცნობი დეტალები

▪️ დროების ექსკლუზივი წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ახალი სათვალთვალო კამერები, რომლის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის

გარდაცვლილის ოჯახი დრონის ჩანაწერებისა და სატელიტების ამონაწერის გასაჯაროებას ითხოვს. ოჯახისთვის ეჭვებს ბადებს საგამოძიებო უწყებისგან ფედერალური ბიუროსთვის გაგზავნილი წერილის შინაარსიც. 

 

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანათან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარებაში მართავდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა 12 წლის მოზარდი, რომელიც ნასვამი მამაკაცის შვილია და მძღოლის კალთაში უჯდა.  მძღოლი, რომელიც საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციამ დააკავა.  

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

 

დღეს 12 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ასევე, დღესვე საკუთარ მიმართვას გამოაქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი  - მიხეილ სააკაშვილიც. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში დააანონსა, რომ დღეს საქართველოში ჩამოსვლის გეგმა უნდა წარადგინოს.

წრის გარღვევა - რა ძალა გადაიბარებს მმართველობას, თუ უმრავლესობას ვერც ერთი პარტია მიიღებს

▪️ არც ბიძინა, არც მარტო მიშა - კოალიციური მთავრობა პოლუსების გარეშე ▪️ ოპოზიციის შანსი და სახელმწიფოს გადატვირთვის რეალური პერსპექტივა

სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას, რომ ის საქართველოში უნდა დაბრუნდეს, სხვა ოპოზიციურ პარტიებში აფასებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მიხეილი სააკაშვილმა უკვე ხუთჯერ დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა, რის გამოც მისი აღარ სჯერათ.

 

ბათუმში სასტუმრო „ორბის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

ბათუმში „ორბის’’ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირებული, სხვა რიგი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურში არ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი საკონდიტრო დონაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით,    ინფიცირებული ადმინისტრაციის თანამშრომელია და მას სასტუმროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია.   ამჟამად პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.

 

შემცირდება თუ არა საკარანტინე ვადები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებს ახალი დავალება აქვთ - მათ კარანტინის პერიოდის შემცირებასთან დაკავშირებით კვლევის ჩატარება ევალებათ.

გიორგი გახარიას თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო შეხვედრა დღეს ან ოთხშაბათს ჩატარდება და სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი შესაძლებელია, თუ არა საკარანტინე ვადების შემცირება ისე, რომ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

1684 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1315 გამოჯანმრთელებული და 19 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 390 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5882 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 27 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 19.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 887 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 59 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა