logo
ENG



ამბები, რომლებიც დღეს უნდა იცოდე: 08.06.2020

08 ივნ 202008:41
3 წუთის საკითხავი
 
k98s4cwlm2ci5wx.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 8 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი


საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. მოქალაქეებს მიეცემათ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება, თუმცა გარკვეული რეგულაციების დაცვა აქაც სავალდებულო იქნება. მგზავრებსა და მძღოლებს პირბადის ტარება მოუწევთ. როგორც ცნობილია, არ იგეგმება მგზავრობის ტარიფის გაზრდა, ასევე ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა. 


რესტორნები და კაფეები დახურული სივრცით დღეიდან შეიძლებენ მუშაობას


ღია სივრცეების შემდეგ, დღეიდან მუშაობას დახურული კაფე-ბარები და რესტორნებიც განაახლებენ. დახურულ კაფე-ბარებში ორ მეტრიანი დისტანციის დაცვის მიზნით მაგიდების რაოდენობა შემცირდა.სტუმრებს  თერმოსკრინინგისა და დეზობარიერის გავლა მოუწევთ.კვების ობიექტებში მაგიდებთან ერთად, ჭურჭელიც სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. ასევე განისაზღვრება ერთ მაგიდაზე პირთა რაოდენობაც.


იხსნება სავალუტო ჯიხურები


ასევე დღეიდან  მთავრობის დადგენილების მიხედვით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჯიმს დაუბრუნდებიან. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებსაც მუშაობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ. 


პირბადეების კანონპროექტი


დღეს ბიუროს სხდომაზე პირბადის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, დახურულ სივრცეში პირბადის არ ქონის გამო ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. ამის გარდა, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება მგზავრთან ერთად მძღოლსაც ეკისრება. რეგულაციები შეეხებათ ტაქსის მძღოლებსაც.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული ჯარიმების მცირდება: იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3000 ლარის ნაცვლად 2000 ლარს, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარს გადაიხდიან.


ვითარება საოკუპაციო ხაზთან


საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობა კვლავ უცვლელია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების დაფარვაში ადანაშაულებენ. სოფელ ატოცთან საოკუპაციო ზოლის გასწვრივ რუსებმა ახალი საგუშაგო ააშენეს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოკუპანტების გულის მოსაგებად ყველაფერს აკეთებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის მიშა ბალიაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ატოცში თავს დაუცველად გრძნობს. 

 

გორში კაცი დაჭრეს


გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას, 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის  მძიმეა.  ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია, სავარაუდოდ, ორივე პირი, რომელთა შორისაც უთანხმოება მოხდა, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

Dear Class of 2020


Youtube-ზე სადღესასწაულო ონლაინ ცერემონია გაიმართა, რომელშიც თაობის ლიდერებმა და არტისტებიმა მიიღეს მონაწილეობა. ცერემონია მიეძღვნა კურსდამთავრებულებს და მათ ოჯახებს.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბარაკ და მიშელ ობამამ, ბიონსემ, ლედი გაგამ, ქეითი პერიმ, BTS-მა და კიდევ სხვა არტისტებმა, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს და 2020 წლის კურსდამთავრებულებს წარმატება უსურვეს. Არტისტებმა ასევე სიმღერებიც შეასრულეს.

View this post on Instagram

Youtube-ზე სადღესასწაულო ონლაინ ცერემონია გაიმართა, რომელიც კურსდამთავრებულებს და მათ ოჯახებს მიეძღვნა ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბარაკ და მიშელ ობამამ, ბიონსემ, ლედი გაგამ, ქეითი პერიმ, ალიშა კისმა, სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS-მა და კიდევ სხვა არტისტებმა, რომლებმაც საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს და 2020 წლის კურსდამთავრებულებს წარმატება უსურვეს

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს გარშემო გაუქმდა კურსდამთავრებულთა ცერემონიები.

 

პარლამენტში დღეს ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას განიხილავენ


ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას საქართველოს მთავრობა პარლამენტში დღეს წარადგენს. ახალ ბიუჯეტში  უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა აისახება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, დოკუმენტის განხილვის გრაფიკი მოამზადა, რაც საშუალებას იძლევა, მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყოს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯები დაგვიანებულია, რადგან ახალი ბიუჯეტის მიღებას პროცედურულად პარლამენტი თვის ბოლომდე ვერ შეძლებს.

 

მეკობრეების მიერ ნიგერიაში გატაცებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ


ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა. 

ისინი სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ. მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. გატაცებულთაგან 9 საქართველოს მოქალაქე იყო.

View this post on Instagram

21-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურებისთვის სპეციალური ავიარეისი, თბილისი-ლაგოსი-თბილისი შესრულდა  ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

A post shared by Formula • ფორმულა (@formulaoriginals) on

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


810 ინფიცირებული, მათგან 683 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2915 პირი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 406 ათასზე მეტია.

ბოლო 24 საათში ინდოეთში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 7 200-ს აჭარბებს. იზრდება დაავადებულთა რიცხვი ბრაზილიაშიც, სადაც 24 საათში 18 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.


close დახურვა