logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 02.04.2020

02 აპრ 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
gn10zwkhlxszgtq.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 2 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.


COVID-19 საქართველოში


130 ინფიცირებული და მათგან 26 გამოჯანმრთელებული - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ვარაუდობს, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს 3 კვირის შემდეგ მიაღწევს და მომდევნო 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

 

ნფიცირებული დეკანოზი

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ დეკანოზს, სპირიდონ ნარსიას  კორონავირუსი დაუდასტურდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სასულიერო პირი მკურნალობის კურსს სახლში ჩაიტარებს.

ეს შეერთებულ შტატებში ქართველი მღვდელმსახურის დაინფიცირების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად დაინფიცირებული დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი, უკვე მეხუთე დღეა რაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კი კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო.

 

კომენდანტის საათის მე-2 ღამე


უკვე მეორე დღეა, რაც საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს გადაადგილება 21 საათიდან დილის 6 საათამდე ეკრძალებათ. გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებს დაემორჩილონ შეზღუდვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმები. 

 

პოლონეთში ჩარჩენილები


პოლონეთში დარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ქართველი ემიგრანტების აქცია გუშინ, სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

ემიგრანტებს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა სურდათ, თუმცა ბილეთების უმეტესობა გაყიდული დახვდათ, დაპირებული 199 ევროს ნაცვლად, კი მათ 500 ევროს გადახდას სთხოვდნენ.ფორმულა ნიუსთან საუბარში საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ბილეთის საყიდელი ფული არ აქვთ, რადგან კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ისინი სამსახურების გარეშე დარჩნენ და ბინის ქირას ვეღარ იხდიან. 

 

ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

 

ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ რეალობა შესაძლოა, განსხვავებული იყოს. ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი ფორმულა ნიუსთან საუბარში ამბობს, რეგიონმა რუსეთიდან ტესტები მიიღო, თუმცა მოსახლეობას მათ სანდოობაში ეჭვი შეაქვს. მისი თქმით, ადგილობრივი საავადმყოფო და ექიმები შესაბამისად აღჭურვილები არ არიან, მოსახლეობას მკურნალობის გარეშე დარჩენის ეშინია.

 

via GIPHY


კონფლიქტოლოგები ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უფრო მეტი პაციენტის მიღება მოგვიწევს. გიორგი კანაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებისგან განსხვავებით, აფხაზები, გახმაურების გარეშე, მზად არიან დახმარების მისაღებად. 

 

ეკლესია და კორონავირუსი


Საქართველოს საპატრიარქომ პატრიარქის ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითად ზიარების წესი კვლავ უცვლელი დარჩა. ილია მეორე აღნიშნავს, რომ ეკლესიის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება ყველასთვის. ოფიციალურ წერილში მხოლოდ ის რეკომენდაციაა დაზუსტებული, რომ მრევლი იყოს ტაძრის ეზოში და ისე მიიღოს მონაწილეობა წირვა-ლოცვაში.

რაც შეეხება სააღდგომო წირვებს. დაირღვევა თუ არა საქართველოში კომენდანტის საათი აღდგომას ამას დრო გვიჩვენებს. თავად იერუსალიმი ამ ქრისტიანულ დღესასწაულს შეზღუდვებით შეხვდება. რათა არ დაირღვეს საკარანტინო მოთხოვნები, 18 აპრილს ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალს ტაძარში მართმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნიდან ჩასულ დელეგაციებს თვითმრინავის დატოვების უფლებასაც არ მისცემენ და გარდამოსულ ცეცხლს იქვე მიაწვდიან.

COVID-19 VS მსოფლიო


მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, COVID 19 უკვე დაუდასტურდა 936 ათასზე მეტ ადამიანს, მათ შორის გარდაცვლილი კი 47 ათასზე მეტია. საბედნიეროდ, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 195 ათასს აჭარბებს. 

სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლით, მსოფლიოში პირველ ადგილს კვლავ იტალია იკავებს. გარდაცვლილთა რაოდენობა აქ ბოლო 24 საათში 727-ით გაიზარდა. სერიოზული ან კრიტიკული მდგომარეობა აქვს 4000-ზე მეტ პაციენტს.

via GIPHY

ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა აშშ. აქ ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 215 ათასს აჭარბებს, მათ შორის კი გარდაცვლილია 5000-ზე მეტი პაციენტი. 

საფრანგეთში დაღუპულების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 4037-ს შეადგენს. დღის განმავლობაში საშიშმა ვირუსმა აქ 509 ადამიანი იმსხვერპლა.

ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მე-10 ადგილზე ჩვენი მეზობელი ქვეყანა თურქეთი. აქ COVID-19 უკვე დაუდასტურდა 15 ათასზე მეტ ადამიანს.  გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი ამ დროისთვის 277-ს შეადგენს, მათგან 63 დასრულდა ლეტალურად გასული დღე-ღამის განმავლობაში. 


უმუშევრად დარჩენილები


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი „ევოლუშენ გეიმინგიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია კომპანიის მხრიდან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას შრომის კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

როგორც გაირკვა, ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა" ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებულს შრომითი კონტრაქტი გამოსაცდელი ვადის პერიოდში შეუწყვიტა. კომპანია თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად საგანგებო მდგომარეობის გამო ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას ასახელებს.


close დახურვა