logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 03.02.2020

03 თებ 202010:02
3 წუთის საკითხავი
 
7cy528rc0e3672e.jpg

ჩინეთს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

44 წლის მამაკაცი, რომელიც ვუჰანიდან იყო, ფილიპინებში გარდაცივალა. ეს ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტია. ამჟამინდელი ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის 17 205 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რიცხვი 361-ს მიაღწია. კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბით საგანგებო ვითარება 31 იანვარს გამოაცხადა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთი ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს. 

 

ქუთაისის ტორპედოს შესაძლოა ლიცენზია შეუწყდეს

ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული გუნდი ფინანსური კრიზის გამო შესაძლოა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობოს. ქუთაისის ტორპედო უკვე რამდენიმე თვეა ინვესტორის გარეშე დარჩა.

როგორც კლუბის თანამშრომლები ამბობენ, არსებობს ტორპედოს შეძენით დაინტერესებული ინვესტორი, თუმცა მასთან მოლაპარაკებები ქალაქის მერიაში ჭიანურდება.

ფინანსური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, ტორპედოს სტადიონზე აქცია გაიმართა. კლუბის თანამშრომლები და გულშემატკივრები ამბობენ, რომ თუ ქალაქის მერია პრობლემების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ისინი შიმშილობას დაიწყებენ.

 

პრესკონფერენციები და პრეზენტაციები:

  • „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოპოზიციის 4 თებერვლის გეგმებსა და პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
  • ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველი ცოტნე გამსახურდიას ამჟამინდელ მდგომარეობაზე პრესკონფერენციას გამართავს.
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა საარჩევნო სისტემის საკითხზე, ხელისუფლების შეთავაზებასა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე განცხადებას გააკეთებს.
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე მედიას მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.
  • პროფკავშირების წარმომადგენლები კომპანია „ფრონტერას" თანამშრომლებს დედოფლისწყაროს მერიასთან შეხვდებიან და კომპანიის თანამშრომლების პროტესტის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. „ფრონტერას“ თანამშრომლები 11 თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას მოითხოვენ.

 

სასამართლო თემები:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის ასევე, გიორგი თევდორაძის, კახა მაჩიტიძის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სასამართლო პროცესი გაიმართება.


close დახურვა