logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 03.05.2020

03 მაი 202010:24
3 წუთის საკითხავი
 
ls57ley0w2hn0b4.jpg
ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 3 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს

COVID-19 საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 7 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვია 589, მათგან 215 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. 

via GIPHY

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.

 

საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო

საქართველომ გერმანიისგან სამედიცინო ტვირთი მიიღო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

Მისივე ინფორმაციით, მოლეკულური ტესტების გარდა, ლაბორატორიას გადაეცა სეროლოგიური ტესტებიც, რომელიც ამ დრომდე საქართველოში არ ყოფილა.

„ეს გახლავთ იმ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც იდგმება ლაბორატორიულ პირობებში და არა საველე პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტესტ-სისტემებს გამოვიყენებთ შესაბამისი დანიშნულებისამებრ“ - ამირან გამყრელიძე

 

პრაღიდან სპეცრეისით საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, პრაღიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული სპეცრეისით საქართველოში 89 მოქალაქე დაბრუნდა.

via GIPHY

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები:

 5 მაისი - ათენი-თბილისი; 

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 

9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

 

დონალდ ტრამპი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული კიმ ჩენ ინის გამოჩენას გამოეხმაურა

აშშ-ის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ საკუთარ ტვიტერზე დაწერა

„მოხარული ვარ, რომ ის დაბრუნდა და თავს კარგად გრძობს“ - წერს ტრამპი.

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. რამდენიმე მედია საშუალებამ მისი გარდაცვალების დაუდასტურებელი ცნობებიც გაავრცელა.

მისი ავადმყოფობის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 15 აპრილს ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20-დღიანი პაუზის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ პირველად ერთ-ერთ ცერემონიაზე გამოჩნდა.

 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 3.5 მილიონს მიუახლოვდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 484 000-ზე მეტია. მათგან, 1 121 000-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 244,787 გარდაიცვალა. 

via GIPHY

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე კლავ ამერიკის შეერთებული შტატებია 1.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, ქვეყანაში დაფიქსირებულია 67 000-ზე მეტი გარდაცვალება. შემდეგ მოდის ესპანეთი - 245 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 25 000-ზე მეტი გარდაცვლილი. 

შემდეგ, იტალია, სადაც მდგომარეობა აგრეთვე მძიმეა. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკამ იმატა. გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 470-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა , რაც 21 აპრილიდან დღემდე, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

 

 


close დახურვა