Split - საპროტესტო ინსტალაცია საპატრიარქოსთან
დილით საპატრიარქოსთან მდებარე სკვერში, ანონიმური არტისტის BIIMO ინსტალაცია Split (გახლეჩილი) მოეყო, რომელიც 31 ოქტომბრის სინოდის სკანდალურ მოვლენებს ეხმაურება. BIIMO ანონიმური მულტიმედია არტისტის პროექტია, რომლის მიზანია მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანა. ინსტალაცია გამოხატავს საზოგადოების განცდებს მართმადიდებელი ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმართ.
ავტორის განმარტებით, 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტმა პეტრემ ეკლესიაში პედოფილიის შესაძლო შემთხვევებზე გააკეთა განცხადება, რის გამოც მას ეპარქია ჩამოართვეს და სინოდიდან გარიცხეს. ამ დრომდე, ცნობილია, რომ როგორც ეკლესია, ისე სახელმწიფო გამოძიების დაწყებას არ გეგმავს.
მიხეილ კალანდიას პროცესი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ და დამამძიმებელ გარემოში მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პოლიციამ მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ზაზა სარალიძის განცხადებით, კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა, თუმცა, აღნიშნა, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა. ბრალდებულის ოჯახი კი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე კალანდიებს ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი იმ ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.
ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღდს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესიც გაიმართება.
ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი საპატრიარქოს მოვლენებზე
პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე დღფს სპეციალური განცხადებას გააკეთებას აანონსებს. ანდრიაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვნებელზე და სინოდის კიდევ ერთ მოსალოდნელ სხდომაზე აპირებს საუბარს.