logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 09.05.2020

09 მაი 202010:36
3 წუთის საკითხავი
 
ulks36rbgjl04f5.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 9 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. 

როგორც წესი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში ვაკის პარკში აღინიშნება და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებენ. თუმცა, წელს პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებს. იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

 

პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

„დღევანდელი დღე, 9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი, ევროპული ოჯახის, ევროკავშირის იდეის დაბადებიდან.“

„საქართველო თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს“ - აღნიშნავს პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში

 

COVID-19 საქართველოში

626 ინფიცირებული, მათგან 297 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 702 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 449.

via GIPHY

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ბერლინიდან დღეს საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი-თბილისის მიმართულებით.

COVID-19-ის გავრცელებისას დაწესებული შეზღუდვების ფონზე ეს მეოთხე ჩარტერული რეისია ბერლინიდან. საქართველოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

via GIPHY

Უახლოეს დღეებში დაგაგემილია სპეციალური რეისები შემდეგი ქვეყნებიდან:

12 მაისი: ლონდონი -  თბილისი 

15 მაისი: ამსტერდამი - თბილისი 

18 მაისი: ლარნაკა - თბილისი 

 

დონალდ ტრამპი: რაღაც მომენტში კორონავირუსი თავისით გაქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი თავისით გაქრება. მისი თქმით, „ვირუსებიც კვდებიან“.

ტრამპის თქმით, ეს არ ნიშნავს რომ ვირუსი წელს გაქრება. „თუ ვაქცინა გვექნება, ეს ძალიან სასარგებლო იქნება“ - ამბობს ტრამპი

 

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა

პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 276 ათასს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მილიონ 1 380 00-ს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით,  48 600-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.


close დახურვა