ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 11 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 და საქართველო
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს საქართველოში კორონაცირუსით ინფიცირების დამატებით 2 შემთხვევა გამოვლინდა.
თუმცა, მისივე თქმით, ორივე პაციენტის ინფიცირება ქვეყნის საზღვრებს მიღმა მოხდა, რის გამოც სტატისტიკის საერთო მონაცემს გამოეყო.
შედეგად, ქვეყანაში სულ 236 ინფიცირებულია, მათ შორის გამოჯანრმთელდა 54, კარანტინშია 4672, ხოლო 373 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
საქართველოში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა
ცოტა ხნის წინ ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
null
null
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს — სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
„ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი“, — წერია შსს-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
სტრასბურგში COVID-19-ით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
null
null
საფრანგეთში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა — ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია. უცხოეთში ამ დრომდე სულ საქართველოს 6 მოქალაქე გარდაიცვალა.
კორონავირუსი და მსოფლიოში
უახლესი მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 1 700 007 შემთხვევა გამოვლინდა. 100 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა — 18 849 ფატალური შემთხვევით კვლავ იტალია ლიდერობს.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა
null
null
აშშ ისევ COVID-19-ის გავრცელების მთავარი ეპიცენტრია. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, აქედან 18 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გამო თურქეთის ქალაქებში 2-დღიანი „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა
null
null
გუშინ, 10 აპრილს თურქეთის 31 ყველაზე დიდ ქალაქში 2-დღიანი „კომენდანტის საათი” ამოქმედდა. კანონდამრღვევთათვის ფულადი დაწესდა ჯარიმაც.
ქვეყანაში ასეთი გამკაცრებული ზომები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება — ბოლო მონაცემებით თურქეთში კორონავირუსით 47 ათასზე მეტი დაინფიცირების და ათასზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
უგანდას პრეზიდენტმა ინტერნეტში ვარჯიშის ვიდეო გაავრცელა
უგანდას პრეზიდენტა იოვენი მუსევენმა ინტერნეტში სახლში გადაღებული ვიდეო გაავრცელა — ვიდეოში 75 წლის პოლიტიკოსი სხვადასხვა გამამხნევებელი ვარჯიშით არის დაკავებული.
პრეზიდენტმა ამ ფორმით უგანდას მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
უგანდაში კორონავირუსის სულ 53 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს იქ ჯერ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ უმსხვერპლია.