logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 11.11.2019

11 ნოე 201909:53
3 წუთის საკითხავი
 
p7qk7cb8lcbzf9z.jpg

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. მას 20-21 ივნისის საქმეზე ბრალი წარუდგინეს აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს "ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა". სასამართლომ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერი სპეციალური სამაჯურით გადაადგილდება.

 

ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულის პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებული შალვა შევარდნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

პირადი კადრებიე გავრცელებაში ბრალდებულთა საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული 20 პირის პროცესი გაიმართება.

 

წყალტუბოს განვითარების გეგმ

დღეს ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება, რომელსაც მინისტრები - ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი დაესწრებიან. პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან არქიტექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ წინ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს.

 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

11 ნოემბერს საქქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია ჰეიჩინოვიჩ-ბურიჩი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერლური მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. მხარეები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

 

მერკურის ტრანზიტი - იშვიათი ასტრონომიული მოვლენა

დღეს მერკური მზესა და დედამიწას შორის ჩაივლის, რაც ჩვენი პლანეტიდანაც გამოჩნდება. ამ მოვლენას მერკურის ტრანზიტს უწოდებენ და საუკუნეში 13-ჯერ ხდება. ბოლოს ის 2016 წელს მოხდა, შემდეგი კი 2032 წელს იქნება.

ვენერას ტრანზიტთან შედარებით, მერკურის ტრანზიტზე დაკვირვება გაცილებით რთულია. მერკური იმდენად პატარაა, რომ ტელესკოპის გარეშე მზის დისკოზე მისი შემჩნევა არც ისე ადვილია.


close დახურვა