logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 14.03.20

14 მარ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 
6zcdr5dbgverb1i.jpg

ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 14.03.20

 

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

Ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 314 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 63.

 

 Სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლა დროებით შეწყდება

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა დროებით შეწყდება. მათივე ცნობით, დროებითი შეზღუდვა მხოლოდ მოქალაქეებისთვის მოქმედებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.

გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯან კოლეგებთან ერთად, სატელეფონო საუბრისას მიიღო.

 

 

კორონავირუსი და მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. Მისივე განკარგულებით, ინფექციასთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს ჩინეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 80 971 შეადგენს. ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 3 193 ადამიანი - ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 65 634.

კვიპროსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. საფრანგეთში კი ამ რიცხვმა 3 667-ს მიაღწია.

მძიმე ვითარებაა იტალიაშიც, სადაც ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 1 266 ადამიანი. ქვეყანაში სულ 17 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.


close დახურვა