პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენენ.
ზალკალიანის მოხსენების შემდეგ, მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის დეპუტატებს. დისკუსია შეეხება ქვეყნისთვის საგარეო მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ აქცენტი გაკეთდება ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზეც.
სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს
„ფორმულას“ ინფორმაციით, „თელასის“ შესყიდვა გავლენიან ბიზნესმენებს ხვიჩა მაქაცარიას და ვანო ჩხარტიშვილს სურთ. ბიზნესმენმა „ფორმულას“ კითხვებს არ უპასუხა, თუმცა არც უარყო რომ თელასის წილის შესყიდვით არის დაინტერესებული. სააქციო საზოგადოება თელასი 75 პროცენტიან წილს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ-რაოს“ შვილობილი კომპანია ფლობს, 25 პროცენტს კი საპარტნიორო ფონდი.
თელასის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ჩიქოვანი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25 % არ იყიდება, თუმცა ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ თელასით ხვიჩა მაქაცარია იყოს დაინტერესებული.
დევნილები კვლავ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ
აფხაზეთიდან დევნილები ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ. Მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, შეიქმნას კომისია, რომელიც ხელახლა განიხილავს საცხოვრებლის გადაცემის საკითხს.
თვეზე მეტია, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ შესასვლელში დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ ნაწილს სამინისტროს შესასვლელში სძინავს. 60-მდე ოჯახი სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემას აპროტესტებს, რის მიხედვითაც, ბინებით მხოლოდ სამი ოჯახი დააკმაყოფილეს.
პროტესტის მონაწილეებს 16 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა. Ჯანდაცვის მინისტრი აქამდე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია.
დვალი და აქიმიძე რ2-ის საქმეზე სამოქალაქო დავას იწყებენ
Იურისტი კახა კოჟორიძე 13:00 საათზე ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში ამბის დეტალებზე ისაუბრებს, ხოლო 15:00 საათზე სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს.
Კახა Კოჟორიძის განცხადებით, დვალსა და აქიმიძეს წინა ხელისუფლებამ წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია საქმე და არ დაუბრუნა მათ კუთვნილი ქონება.Მისი თქმით, საქმის შესწავლის შემდეგ სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მონახა.
Როგორც კოჟორიძე ამბობს, დვალსა და აქიმიძეს აუხსნა, თუ რა იყო იურიდიულად გასაკეთებელი, ხოლო რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს მოეწონათ ეს გზა. Მისი განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი, რაც კი ოდესმე დამიწერია.
გავრილოვის ღამის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
20 ივნისის საქმეზე, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე. მედიის წარმომადგენლების გარდა, დაზარალებულად ამ დრომდე არ უცვნიათ მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელთაც აქციის დარბევისას თვალი დაკარგეს
ფრენები რუსეთიდან
რუსული კომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ფრენების უფლების მიღებაზე ქართული მხარე ინფორმაციას კვლავ არ ფლობს.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ 15 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია S7 Airlines ქუთაისის მიმართულებით კვირაში 7 ფრენის უფლება მიეცა. Თუმცა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მედიისგან მიიღეს და რუსეთის მორიგ საპიარო ნაბიჯად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს მიმართულებით ფრენები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აკრძალა.
დღეს სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე გაეროს 1993 წლის ასამბლეიდან მოყოლებული ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 48%-ის თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში კომუნალურებისთვის საკმარისი ფული არ ჰქონია.
გამოკითხულთა აზრით, მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებში, სამუშაო ადგილებისა და ფასების ზრდა/ინფლაციის შემდეგ მესამე ადგილზე სწორედ სიღარიბეა.
საქსტატის მონაცემებით კი, 2018 წელს სიღარიბე საქართველოში 1,8% შემცირდა წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
ერდოღანის გეგმები
ერდოღანი პუტინს სავარაუდოდ 22 ოქტომბერს სოჭში შეხვდება. Რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა 15 ოქტომბერს სირიაში განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებზე ტელეფონით ისაუბრეს.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უარს ამბობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან 17 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე. Ერდოღანის თქმით, ისინი მისი რანგის პოლიტიკოსები არ არიან და თანახმაა, მხოლოდ ტრამპთან ისაუბროს.
Ანკარაში ჩასული ამერიკელი დელეგატების უმთავრეს მიზანს თურქი მაღალჩინოსნების დარწმუნებას წარმოადგენს სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შეჩერებაზე.
Ტრამპი ერდღოღანს აფრთხილებს, რომ აშშ სანქციების ასამოქმედებლად უკვე მზადაა და ხელს მოაწერს მას, თუ თურქეთი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას ჩრდილეოთ სირიაში. საპასუხოდ, ერდოღანმა განაცხადა, რომ არ არპირებს მიზნებზე უარი თქვას.
თურქეთის საფეხბურთო ნაკრები სანქციების მოლოდინში
თურქეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლო ორ მატჩში გატანილი გოლები სამხედრო მისალმებით აღნიშნეს. მათი ქცევა პროვოკაციულად შეფასდა, რასაც უეფა იკვლევს.
Სირიაში თურქეთის ოპერაციის გამო გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა ქვეყანაში ჩატარებას ითხოვენ, Თურქი ფეხბურთელების სამხედრო მისალმებამ კი ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა.
2019/20 წლების ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალის ჩატარება სტამბულშია დაგეგმილი. Თუმცა, უეფას ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ უვას განცხადებით, ცვლილებაზე მოწოდებებს განიხილავენ.
კატალონიის აქციები
კატალონიის 5 ქალაქიდან, დამოუკიდებლობის მომხრე დემნსტრანტები მსვლელობით ბარსელონისკენ მიემართებიან.
ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მკაცრად დაიცავენ წესრიგს მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, დემონსტანტებმა პოლიციის შენობას ქვები დაუშინეს და ნაგვის ურნები დაწვეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. Შედეგად, დაშავდა 9 დემონსტრანტი, 4 კი დააკავეს.
არეულობის მორიგი ტალღა ბარსელონაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესმა სასამართლომ კატალონიის 9 ყოფილ ლიდერს განაჩენი გამოუტანა. ამბოხის მოწყობისთვის მათ 9-დან 13-წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.