ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 18 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის დამატებით 15 შემთხვევა გამოვლინდა — ჯამში ქვეყანაში 385 ინფიცირებულია, აქედან 3 გარდაიცვალა, 84 გამოჯანმრთელდა, 5053 კარანტინშია, ხოლო 527 პაციენტი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
COVID-19 მსოფლიოში
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის სულ 2 251 770 დადასტურებული შემთხვევა და აქედან 154 311 გარდაცვალება ფიქსირდება.
ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აშშ-შია, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება (710 272). ასევე ხუთეულშია ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გერმანია. გამოჯანმრთელდა 574 386 ადამიანი.
ჯანმო: აფრიკის კონტინენტი შესაძლოა კორონავირუსის მომდევნო ეპიცენტრი გახდეს
nullnull
აფრიკის კონტინენტზე, სადაც სულ 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ამ დრომდე COVID-19-ით ინფიცირების 20 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება — ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
ყველაზე მძიმე ვითარებაა ეგვიპტესა და სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობაა.
გაეროში შიშობენ, რომ მსოფლიო პანდემია სულ მცირე 300 ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდება, აფრიკაში მცხოვრები მილიონობით ადამიანი კი კიდევ უფრო გაღარიბდება.
კონტინენტზე მცხოვრები ადამიანების 60%-ს არ აქვს საკმარისი წყალი და ისეთ პირობებში უწევს ცხოვრება, სადაც ჰიგიენის დაცვა და დაავადების გავრცელების თავიდან არიდება საკმაოდ რთული იქნება.
ჯანმო ვარაუდობს, რომ მიუხედავად ევროპასა და აშშ-სთან შედარებით ნაკლები დადასტურებული შემთხვევებისა, ვირუსის ახალი ეპიცენტრი შესაძლოა აფრიკა გახდეს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტში გაჩენილმა ხანძრმა კიევი მომწამვლელ სმოგში გახვია
nullnull
4 აპრილს Ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყეში ხანძარი გაჩნდა, რამაც რადიაციის დონე საგრძნობლად გაზარდა.
მეხანძრეები ხანძარს 1 კვირის განმავლობაში აქრობდნენ, თუმცა, უპრობლემოდ არც მომდევნო დღეებს ჩაუვლია. გასულ ხუთშაბათს უკრაინის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. ოდნავ მოგვიანებით კი ქალაქი მომწამვლელ სმოგში გაეხვა.
ფოტოგრაფმა კალიფორნიაში ულამაზესი ბუნებრივი მოვლენა, მანათობელი ლურჯი ტალღები გადაიღო
მარკ ჯირარდომ ფოტოგრაფ მეგობრებთან ერთად კალიფორნიაში, ოკეანის სანაპიროზე ულამაზესი ბუნებრივი მოვლენა, მანათობელი ლურჯი ტალღები გადაიღო.
მოგზაურებმა აღნიშნეს, რომ იქამდე, დღის განმავლობაში, წყალში წითელი ნათება შენიშნეს, რასაც ლოგიკური ახსნა არ ჰქონდა — სანაპიროზე ღამით დაბრუნებულებმა კი აღმოაჩინეს, რომ ოკეანის აღელვებული ტალღები ლურჯად ანათებდნენ.
“ულამაზესი იყო. ბედნიერი ვიყავით, რომ ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა პირადად ვნახეთ, რადგან მისი კადრზე აღბეჭდვა მარტივი არ არის”, — თქვა მარკმა CNN-თან ინტერვიუში.