logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 18.11.2019

18 ნოე 201910:21
3 წუთის საკითხავი
 
lipp8abvyhnqufg.jpg

აქციის მონაწილეები პარლამენტის სხდომის ჩაშლას პიკეტით გეგმავენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან ქვიშის ტომრებისა და სამშენებლო მასალებით ბარიკადები აღმართეს. ისინი შენობის პერმანენტულ პიკეტირებას და 15 საათისთვის ჩანიშნული ბიუროს სხდომის ჩაშლას გეგმავენ.

ამის შესახებ მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში" წევრმა ზუკა ბერძენიშვილმა გუშინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სახლხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, პარლამენტის პიკეტირება კანონს ეწინააღმდეგება, თუმცა ამ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა იმ დეპუტატებს ეკისრებათ, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგდ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა თავისი დაპირების შესურულებაზე 2020 წკის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.



ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია

„თეთრი ხალათების" აქცია 12 საათზე სამედიცინო დაწესებულებებთან გაიმართება. ექიმები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ექიმი ტრავმატოლოგი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგორში დაშავებული თამარ გიგაურის დასახმარებლად იმყოფებოდა. გიგაურის ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უარყვეს.



20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

გავრილოვის ღამეს დაკავებულებს, სასამართლო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტს ედავება.



მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს დაიღუპა.

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში, დაუდგენელ პირთებთან ერთად ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.


ფეხბურთი U21: სლოვაკეთი VS სააქართველო


დღეს, 21:00 საათზე სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართება. ქართველ 21 წლამდელებს 4 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

 


close დახურვა