logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 21.03.20

21 მარ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
gsgyil7xnxgy35d.jpg

 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძება იმართება

დაუნის სინდრომი დაავადება არ არის, იგი  21-ე ქრომოსომის ტრისომიით გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა. 

დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაამკვიდრა „უთვალავი წინდის“ ტრადიცია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში

 

საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად შეწყდა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოში ავიამიმოსვლა სრულად წყდება.

ეს გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

„განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან“ - განაცხადა ჩიქოვანმა

 საქართველოს თავდაცვის ძალები დღეიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

დღეიდან  კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ღარიბაშვილის  განმარტებით, ყაზარმული მდგომარეობის დროს ჯარისკაცებს სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება ეზღუდებათ.  მინისტრს მიაჩნია, რომ ამ სახის პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას.


კორონავირუსი

საქართველო

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მომენტისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი დადასტურებული შემთხვევევიდან ერთი ესპანეთს უკავშირდება

მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით ბოლო 1 დღის განმავლობაში 24 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 276 294 შემთხვევაა დადასტურებული (აქედან, 105 000-ზე მეტი ევროპაში). დაღუპულია 11 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელება შეძლო 91 000-ზე მეტმა პაციენტმა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ინფიცირების ყველაზე მეტი 47 021 შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, შემდეგ მოდის ეპანეთი 21 571 შემთხვევით, გერმანია 19 800-ზე მეტი ინფიცირებულით, აშშ, ირანი და სხვა ქვეყნები.

სიკვდილიანობის მაჩვენებლით, იტალიამ უკვე გადაუსწრო ჩინეთის მონაცემებს და ქვეყანაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა 4 032-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავიურის დამარცხება ამ დროისთვის 71 000-ზე მეტმა პაციენტმა შეძლო! 

 

 


close დახურვა