logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.10.2019

22 ოქტ 201910:55
3 წუთის საკითხავი
 
7p53g82m1868iq4.png

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”

 დღეს თბილისის აბრეშუმის ფორუმი იხსნება. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ორ დღეს გაგრძელდება, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თბილისში იმყოფება 60-მდე ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნების ვიცე-პრემიერები და მინისტრები, ევროკავშირისა და ჩინეთის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.

ფორუმი მიზნად საქართველოს ტრანზიტულ და საინვესტიციო პოტენციალის ხაზგასმას ისახავს. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მესამედ ტარდება.

სემეკის სხდომა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგებს დაამტკიცებს.

სემეკის თავმჯდომარის არჩევნები გუშინ გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა კომისიის ოთხივე წევრმა მიიღო მონაწილეობა და მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი დავით ნარმანიას კანდიდატურას. ნარმანია სემეკ-ის წევრი 2017 წელს გახდა.

სოჭში პუტინი ერდოღანს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით სოჭს ეწვევა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ასევე, დღეს გადის ერდოღანის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა. ოპერაცია თურქეთის პრეზიდენტმა დროებით შეაჩერა იმ პირობით, რომ სირიის ჩრდილოეთიდან ქურთი შეიარაღებული პირები სასაზღვრო არეალს დატოვებდნენ.

ოპერაციის 5 დღით შეჩერების გადაწყვეტილება ერდოღანმა 17 ოქტომბერს ამერიკის ვიცე პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ქურთმა სამხედროებმა რას ალ-აინი დატოვეს, თუმცა რჩებიან კობანსა და ალ-დარბასიაში.

ბასილაშვილი Erste Bank Open-ის ტურნირზე 

ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფება და ხვალიდან პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 2 433 810 ევროა. ქართველის პირველი მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკოა. ესპანელი ამჟამად ATP რეიტინგის მე-40 ნომერია, ხოლო ნიკოლოზი 24-ე პოზიციას იკავებს. თუ ბასილაშვილი ვერდასკოს დაამარცხებს, მერვედფინალში დომინიკ ტიმსა და ვილფრიდ ცონგას შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

 

 


close დახურვა