logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 22.11.2019

22 ნოე 201910:34
3 წუთის საკითხავი
 
vtiks6rshaji54i.jpeg

ბოქლომების აქცია-პერეფორმანსი

მაჟორიტარულ ოლქების დაბოქლომების აქცია დაიწყო. „ევროპული საქართელო" მხარდამჭერებთან ერთად, სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქს სიმბოლურად "ბოქლომს დაადებს".
ოპოზიციამ ბოქმლომების დადება სამთავრობო სტრუქტურების შენობებზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც პარლამენტის თავმჯდოამრემ, მათ პარლამენტის შენობაზე განთავსებული ბოქლომი დაუბრუნა.
კანელარიასთან ბოქლომის დადების დროს, გუშინ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასდისკომფორტს შეუქმნიან და „პოლიტიკურ ჯოჯოხეთს" მოუწყობენ.

 

18 ნოემბერს დაკავებულების საქმე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასიის („საია") ერთ-ერთი ადვოკატი, აქციაზე დაკავებული ორი პირის სახელით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
18 ნოემბერს აქციაზე 40-მდე პირი დააკავეს. მათგან 12-ის სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა. მოსამართლემ მათი ნაწილი პატიმრობაში დატოვა.

 

ოქრუაშვილი-ადეიშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
შს ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენპროკურორს ბრალი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.

 

გედევან ფოფხაძის განცხადება

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, პოლიტიკური დევნისა და განათლების კომიტეტის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
ფოფხაძე ასევე ისაუბრებს, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე 26 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებაზე.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა ფედერალურ საარჩევო კომისიას აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.
ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის შესაძლო დაყენების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ბლუმბერგი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პარტიის 20 კანდიდატიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სერიოზულ კონკურენციას ვერცერთი გაუწევს.

 

მუსიკის ფორუმი გაიმართება

22 და 23 ნოემბერს მუსიკის ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. ღონისძიების მიზანს საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა წარმოადგენს.
ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის.
ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

 

 

 


close დახურვა