ჩცდ ტელეეკრანს უბრუნდება
საკულტო ქართული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დღეს ეთერში ბრუნდება. ჩცდ-ს მე-16 სეზონი ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გავა. სერიალი საღამოს 10 საათზე დაიწყება.
ევროკავშირის დამკვირვებლის დაკავება საოკუპაციო ხაზთან
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ცნობით, საოკუპაციო ხაზიდან მათი დამკვირვებლის დაკავების საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM-ის) ფარგლებში ერთგნეთში ჩანიშნულ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ. EUMM-ის ცნობით, გუშინ, ნაშუადღევს, მათი ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების განცხადებით, დამკვირვებელმა "საზღვარი დაარღვია", ხოლო მისი ქმედება "პროვოკაციული" იყო ამ ტერიტორიაზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის წინ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ დამკვირვებელი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაზე დააკავეს. EUMM ღრმად შეშფეთებულია ისეთი შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული აქტორები ხელს უშლიან მათ მონიტორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.
რუსთავი 2-ის საქმე
რუსთავი 2-ის ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვა იმავე სასამართლოს დიდ პალატაში ითხოვეს. მოთხოვნას საქმის გადასინჯვის შესახებ 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რომელმაც უნდა დაადგინოს, განიხილავს თუ არა საქმეს თავიდან ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.
სუმბაევის ექსტრადირება
სუმბაევის ადვოკატმა საექსტრადაციო პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელი ჩააბარა. მისი თქმით, თუ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ის დაელოდება, როგორი იქნება ქართული მხარის და თეა წულუკიანის რეაქცია, რომელსაც, როგორც ადვოკატი ამბობს, თავისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება მოუწევს. რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს უკვე გადასცეს.
ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში.
ოთხმეზურის მკვლელობის საქმე
დღეს დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის ე.წ. ოქროს მოწმის, შოთა შანიძის მეუღლე განცხადებას გააკეთებს.
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
"ლელოს" ახალი წევრები
მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 ახალ წევრს წარადგენს. დღევანდელ ღონისძიებაზე ცნობილი გახდება პარტიის სამომავლო გეგმები, დაფუძნების თარიღი და სხვა დეტალები. მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა 12-12 წევრი საზოგადოებას უკვე სამჯერ წარუდგინა.
ელისაშვილის აქცია-პერფორმანსი
ალეკო ელისაშვილი საზოგადობრივ ტრანსპორტში არსებულ ვითარებასთან დაკავსირებით თბილისის მერიასთან აქცია-პერფორმანს გამართავს სახელწოდებით “3 მიზეზი, რატომ არ უნდა გვიხაროდეს თბილისის პარალიზება”.
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ 23 ოწტომბერს განაცხადა, რომ გადატვირთული მეტროსადგურები პრობლემას არ წარმოადგენს და საზოგადოებას ეს ფაქტი უნდა უხაროდეს.
ერდოღანის განცხადება
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმებულ ზონაში ტერორისტული თავდასხმები მოხდება, ანკარა ოპერაციას გააგრძელებს. მისი თქმით, თურქეთი სამხედრო ოპერაციას, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიწყებს.
თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია შეაჩერა და ქურთულ ძალებს 120 საათი მისცა იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი ე.წ უსაფრთხო ზონის მოწყობას გეგმავს. Თურქული მხარის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციის მიზანი, მილიონობით სირიელი დევნილისთვის “უსაფრთხო ზონის” შექმნა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.
სამხედრო წვრთნები სერბეთში
სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის S-400-ის სარაკეტო და Pantsir-S-ის ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ, სერბეთ-რუსეთის სამხედრო მანევრებში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები 25 ოქტომბერს იწყება, რის გამოც ეს სისტემები სერბეთში განთავსდა. ეს არის პირველი შემთხვევა, რომ S-400 და Pantsir-S რუსეთის გარეთ მიიღებენ მონაწილეობას მანევრებში. მანერები სახელწოდებით "სლავური ფარი 2019" 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ძუძუს კიბოს არტ-პროქეტს ნიუ-იორკიდან
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში “ბრა-ლიანტი” ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებელი არტპროექტი გაიხსნება. ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებას ეთმობა
"ბრა-ლიანტ” არტპროეტის მეორე გამოფენას თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიცია 25 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება: “ესპოზიცია არის ძალიან საინტერესო და უცხო, თბილისში ესეთი ექსპოზიცია ჯერ არ ყოფილა", - ამბობს