ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 26აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 456-ია. აქედან, გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 5 პაციენტი.
ამ მომენტისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4904 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოშიო კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონ 900 ათასს აჭარბებს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 837 000-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 960 000 აჭარბებს. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დადასტურებული (223 700-ზე მეტი) შემთხვევა ფიქსირდება ესპანეთში, შემდეგ მოდის იტალია თითქმის 200 000 ათასი შემთხვევით, საფრანგეთი 160 000-ზე მეტი ინფიცირებულით, გერმანია 156 000.
ბორის ჯონსონი სამსახურს უბრუნდება
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ,გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან განაგრძობს.
მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.
ბრიტანეთის პრემიერი საავადმყოფოდან თითქმის 2 კვირის წინ გაწერეს. იგი მკურნალობას ქალაქგარეთ პრემიერის რეზიდენციაში განაგრძობდა.
Კიმ ჩენ ინი?
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხოურ მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ლიდერის კიმ ჩენი ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებს არ დაესწრო.
Როიტერსის ინფრომაციით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ცნობების ფონზე ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა.
Გუშინ, „ნიუ იორკ პოსტმა“ დაწერა, რომ კიმ ჩენ ინი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია“. აგრეთვე, ბრიტანულმა გამოცემა „დეილი მეილმა“ მისი გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ცნობები გაავრცელა.
ბერლინში კარანტინის პირობების გაპროტესტებისთვის აქციის მონაწილეები დააკავეს
ბერლინში საგანგებო მდგომარეობის პირობების მიხედვით 20 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, თუმცა, საპროტესტო აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმის პირობების დარღვევის გამო სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
Აქციის მონაწილეები მთავრობას „ძველი ცხოვრების დაბრუნებას“ სთხოვდნენ და კარანტინის პირობებში სახლში დარჩენას აპროტესტებდნენ.