logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 27.11.2019

27 ნოე 201910:53
3 წუთის საკითხავი
 
myi63z80tnobuzr.jpeg

 

20 ივნისს დაკავებულების სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის აქციაზე დაკავებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

თამლიანი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, 4 ივლისს, კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს. სხვა დაკავებული დემონსტრანტების მსგავსად, მასაც ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

საია „დაკარგულის თვალის მიღმა“ პრეზენტაციას გამართავს

10:30 საათზე, საია 20-21 ივნისის მოვლენებზე მომზადებული ანგარიშის:„დაკარგულის თვალის მიღმა“ პრეზენტაციას გამართავს.

ავრილოვის ღამეს, აქციის დარბევის დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი, დანარჩენი კი - მშვიდობიანი მომიტინგე. აქციის სამმა მონაწილემ რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა, მათ შორის იყო მაკო გომური. ერთ-ერთი მოქალაქე მართვით სუნთქვაზე შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე კი, 46 წლის დავით გრიგორიანი კომაში 10 დღის განმავლობაში იყო.

 

გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის განცხადება

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ განცხადებას გააკეთებს. რესკონფერენციაზე სანიკიძე ასევე ისაუბრებს, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციის გეგმებზე.

 

გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილს 4 დღის წინ კიევში შეხვდა. შეხვედრაზე, ასევე იმყოფებოდა ვალერი გელბახიანიც, რომელიც ამავე საკითხებზე განცხადებას დღეს გააკეთებს.

 

რესკონფერენცია კონსტიტუციურ ცვლილებებზე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საექსპერტო საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

 

#520 დადგენილებაზე ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ

დღეს ლევან კობერიძის ინიციატივით ექიმები, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

განსახილველი თემა იქნება მთავრობის #520 დადგენილება, რომლის

ამოქმედება, მიუხედავად 26 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნისა, ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვით არ გადაავადა და ის ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა.

20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

მასთან დაკავშირებით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

 

ორავას საქმე

 

ბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ურქეთი ნატოს ქურთების წინააღმდეგ მხარდაჭერას თხოვს

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ურქეთი უარს აცხადებს ნატოს თავდაცვითი გეგმის მხარდაჭერაზე ბალტიის პირეთსა და პოლონეთში მანაც, სანამ ალიანცი ანკარას მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ შესთავაზებს ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ.

ურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთით ე.წ უსაფრთხო ზონის შექმნას, დიდი კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით, თურქეთმა ქმედებები შეაჩერა, თუმცა, ქურთების საკითხი ქვეყნისთვის კვლავ აქტუალური და „გადაუჭრელი პრობლემაა“.

 


close დახურვა