მისალმება აშშ-ის ახალ ელჩთან
დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ჩამოდის. პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები მეგობარი ქვეყნის ახალი ელჩის მხარდასაჭერად და მისასალმებლად აშშ-ის საელჩოსთაბ 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში
ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება. ევროპის საბჭოს მოწვით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. პრეზიდენტი ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებსაც შეხვდება, მათ შორის: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთ ჰენდრიკ დემსს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსს.
დისკუსია აქციებზე დაკავევებისას გამოვლენილ ხარვეზებზე
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით დღეს გაიმართება დისკუსია, თემაზე: ადმინისტრაციული დაკავება - ხელისუფლების იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. დისკუსია შეეხება ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებისას გამოვლენილ ხარვეზებს, სასამართლოში საქმეების განხილვის პრაქტიკას და აქტივისტების უსაფუძვლო დაკავებებით წარმოქმნილ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს.
პრესკონფერენციები და ბრიფინგები
- სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლი, ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენცია გამართავს შემდეგ საკითხებზე: მოლაპარაკებების მორიგე რაუნდი ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის - მმართველი გუნდის შეთავაზება საარჩევნო მოდელზე; უთანხმოება გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო - არის, თუ არა უთანხმოება ოპოზიციურ ერთობაში და რა ფორმატით გაგრძელდება თანამშრომლობა.
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "ერთი ევროპა ერთი კავკასია" (One Europe One Caucasus) პროგრამის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
კორონავირუსი გერმანიაშიც დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა; დაინფიცირებული კაცი შტარნბერგიდანაა, რომელიც მიუხენიდან 30 კილომტერში მდებარეობს. საფრანგეთის შემდეგ, გერმანია მეორე ევროპული ქვეყანაა, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები დადასტურდა - იაპონიაში, ტაივანში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ავსტრალიაში, აშშ-სა და საფრანგეთში. ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთში 100-ს მიაღწია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 2,714-ია.
კობი NBA-ის ლოგოზე
კალათბურთის გულშემატკივრები კობი ბრაიანტს სილუეტის NBA-ს ლოგოზე გამოსახვას ითხოვენ - პეტიციას უკვე 800 000 ხელმომწერი ჰყავს. უცხოურმა მედიამ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 9-ვე ადამიანის ვინაობა გამოაქვეყნა, მათ შორის - 3 არასრულწლოვანი იყო. გარდაცვლილები არიან: კობი და მისი შვილი ჯიანა; მწვრთნელი ჯონალტო ბელი, მისი ცოლი კერი და შვილი ალისა; კალათბურთის მწვრთენლი კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი და მისი შვილი ბელტონი; პილოტი არაზო ბაიანი. ინტერნეტში უამრავი ვიდეო გავრცელდა გარდაცვლილი მამაშვილის საოცარი ურთიერთობის. ყურადღება მიიქცია კომედიურმა ანიმაციამ, რომელიც 2016 წელს არის გაკეთებული და კობი ბრაიანტის ვეტყმფრენის ჩამოვარდნას ეხება.
ტრამპის სამშვიდობო გეგმა ახლო აღმოსავლეთში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ახალი აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების შესახებ ახალ გეგმაზე ისაუბრებს. გარდა ამისა, ტრამპი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. აშშ-ს პრეზიდენტი ირწმუნება, რომ “ეს არის შესანიშნავი გეგმა, რომელიც მართლა იმოქმედებს. ტრამპის განცხადება დაგმო დაგმო პალესტინამ, რომელიც ამერიკისა და ისრაელის მთავრობებს აფრთხილებს” არ გადაკვეთონ წითელი ხაზი”.
ტინდერი უსაფრთხოების ფუნქციას ამატებს
გაცნობის აპლიკაცია ტინდერი დღეს განგაშის ღილაკს ამატებს, რომელშიც შედის: სასწრაფო დახმარება, ადგილმდებარეობის გამოვლენა და ფოტოთი ვერიფიკაცია. გარდა ამისა, ვინმესთან შეხვედრამდე, ინფორმაციის თუ სად და ვისთან გაიმართება შეხვედრა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები განგაშის ღილაკის ფუნქციას გამოიყენებენ, მონაცემები შესაბამის სამსახურებს გადაეცემათ, მათ შორის, შეხვედრის ზუსტი ადგილი. ამ ეტაპზე ახალი ფუნქციები მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ამოქმედდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაამატებს ტინდერი ამ ფუნქციას სხვა ქვეყნებში.