logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 28.02.2020

28 თებ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 
xwii2wp61autjvj.jpg

ინფექციური საავადმყოფოდან 6 ადამიანი საკარანტინო ზონაშია

წუხელ, ღამით ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან 6 ადამიანი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ამჟამად კლინიკაში 15 პაციენტი რჩება. ბოლოს შესულ სამ ადამიანს ანალიზებს დღეს აუღებენ. მათ შორის ერთი მესაზღვრეა.

რაც შეეხება კორონავირუსის მატარებელ პაციენტს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტებმა, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები არ დაუდასტურდათ, კარანტინში დაკვირვების მიზნით 14 დღე უნდა გაატარონ.  

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სიტუაციას სერიოზულად მიიჩნევს, თუმცა, ამბობს, რომ პანიკის საფუძველი საქართველოში არ არსებობს. გამყრელიძე მოსახლეობას კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. 

"სიტუაცია გლობალურად სერიოზულია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. გლობალურად ეს სიტუაცია ვერ შეედრება სხვა უფრო მსგავსი ინფექციებს, თავისი დამაზიანებელი ეფექტით საზოგადოებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

 

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 000-ზე მეტია, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი - 36 574.


ხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან უკვე ჩაკეტა.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა ყველა გამსვლელი პუნქტის უვადოდ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, გალის მოსახლეობის მცხოვრებლებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შესასვლელი საშვების გაცემა 7 აპრილამდე შეწყდა. ფაქტს საქართველოში კორონავირუსის გამოვლენას უკავშირებენ. 


ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტის ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურად ძალადობის ჩადენას გულისხმობს.

ჟურნალისტის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით ზვიად კუპრავას სცემეს. კაპანაძემ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში, გუშინ, 27 თებერვალს გაავრცელა. 

 

იდლიბში 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა.

ქვეყნის სამხრეთ პროვინციის, ჰატაის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაიერიშს 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. 36 კი დაჭრილია. 

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა სირიის ხელისუფლებამ ან მისმა მოკავშირე რუსულმა მხარემ განახორციელა. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის უწყებამ თურქული მხარე იდლიბის რეგიონში დრონებით იერიშების უკანონოდ განხორციელებაში დაადანაშაულა. ასევე, რუსული მედია წერდა, რომ თურქმა ჯარისკაცებმა რუსული და სირიული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად სარაკეტო ჭურვები გამოიყენეს.

 

განცხადებები/პრესკონფერენციები

  • გუდაურში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები და ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

  • ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ წევრები ლიკა გამრეკელი და შაკო კუჭაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

  • პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეადასებს, ასევე, განცხადებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებაც გააკეთებს.

  • „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, დავით-გარეჯის საკითხსა და მასზე პროვოკაციის მცდელობების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

 

Სასამართლო თემები: 

 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება

  • ბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.


close დახურვა