პარლამენტთან სამართალდამცველებმა კარვები აიღეს
გვიან ღამით, „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, საპროტესტო კარვებისგან გაათავისუფლეს.
სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები საპროტესტო კარვების აღებას აპროტესტებდნენ, რა დროსაც პოლიციამ აქტივისტების დაკავება დაიწყეს. ჯამში დაკავებულია 10-მდე სამოქალაქო აქტივისტი. მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბატუტი ლურჯი ზვიგენით, მაინც გაშალეს.
გიორგი რურუას სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბერს დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას, გამოძიება თავდაპირველად, , ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი დაუმძიდა და დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ. აღნიშნული საკითხების განხილვა გუშინდელ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა სხდომა გაურკვეველი მიზეზის გამო გადაიდო.
საბჭო წლის ბოლო სხდომაზე ორ ტექნიკურ საკითხს გადაწყვეტს. მათ შორის ერთ-ერთი,საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ელექტრონულ განაწილებას ეხება.
საქსტატის დირექოტორის ბრიფინგი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ბრიფინგს გამართავს.