logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 6.01.2020

06 იან 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
glyvemx4ivsr069.jpg

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება და სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი კომენტარს გააკეთებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებითაც. 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს. დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეეფარდა. 

 

კლინიკების ხელმძღვანელების თხოვნა პრემიერს 

  • „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა პრესკონფერენციას გამართავს. ლოლუა კლინიკების მოთხოვნებსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სამომავლო ბედზე ისაუბრებს; ასევე განიხილავენ 525-ე დადგენილებას, რომელიც, მათი განმარტებით, კლინიკებს საფრთხის წინაშე აყენებს; სახელმწიფოს დავალიანებაზე კლინიკების მიმართ და დაზარალებულ პაციენტებზე.
  • საყოველთაო დაზღვევის კუთხით არსებულ საფრთხეებზე გამართავს პრესკონფერენციას ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, აკადემიკოსი დავით გადელიაც

 

სასამართლო პროცესები 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება
  •  თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბექა ბასილაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

ნატო-ს ელჩების საგანგებო შეხვედრა

დღეს ნატო-ს ელჩები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. უფრო კონკრეტულად კი, შეხვედრაზე ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მოწვევით ტარდება.

31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტყმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.

 


close დახურვა