სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის ამ წუთებშიც ყაზახეთში უმსხვილეს ქალაქში. ალმათის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია რომ მომიტინგეებმა ტელეანძა აიღეს, თუმცა ოფიციალურად ეს ცნობა ჯერ არ დადასტურებულა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტაკებებს 18 სამხედრო ემსხვერპლა. მათგან სამს თავი მოაჭრეს. გარდაცვლილია 30 დემონსტრანტი. დღეიდან ყაზახეთში სტრატეგიულ ობიექტებს რუსი მშვიდობისმყოფელები დაიცავენ. მოსკოვის მთავარი დასაყრდენი კი ორი დანაყოფი იქნება, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაში წამყვან როლს ასრულებდა.