logo
ENG



ამბროლაურის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

30 ივნ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 

სუს-მა ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. 

გამოძიება ირწმუნება, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტს გაზრდიდა. სუს-ის ცნობით, მან ამ საქმისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი,  რა დროსაც ის დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. 


close დახურვა