logo
ENG



ამერიკა ე.წ. ღია ცის შეთანხმებას ტოვებს

22 მაი 202008:13
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები "ღია ცის შეთანხმებას" ტოვებს. თეთრი სახლი თავის გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ ხელშეკრულების სისტემატური დარღვევით ასაბუთებს.

ერთ-ერთ დარღვევად ვაშინგტონმა რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. საზღვრის გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვა დაასახელა. მაიკ პომპეოს განმარტებით, რუსეთმა ასევე უკანონოდ დააწესა შეზღუდვა ფრენის მანძილზე კალინინგრადთან.

შეერთებული შტატები ხელშეკრულებიდან ოფიციალურად პირობების შესაბამისად, 6 თვეში გავა. "ღია ცის შეთანხმება" 30-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს სამხედრო საქმიანობის კონტროლის მიზნით ერთმანეთის ტერიტორიების თავზე იფრინონ.


close დახურვა