ამერიკამ კანადასა და მექსიკასთან ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
დოკუმენტმა აქამდე არსებული 1994 წლის „ჩრდილო-ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება" შეცვალა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ სავაჭრო შეთანხმებას „კოლოსალური გამარჯვება" უწოდა. თავის დროზე ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივამ კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. სამ ქვეყანას შორის ახალი სავაჭრო ხელშეკრულება მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დოკუმენტს კანადაც დაამტკიცებს.
რატიფიკაცია მექსიკამ გასულ წელს დაასრულა. შეთანხმების მიზანი მუშახელისა და ონლაინ-ვაჭრობის საკითხების დარეგულირება, ასევე ავტოინდუსტრიის ხელშეწყობაა.