logo
ENG



ამერიკელ სენატორს ქრთამის აღების საქმეზე ბრალი წაუყენეს

22 სექ 202318:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/22/2hgte3qnynhro10.jpg

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, დემოკრატ სენატორს რობერტ მენენდესს ასობით ათასი დოლარის ქრთამის აღებისთვის ბრალი წაუყენეს. ბრალი სენატორს იუსტიციის დეპარტამენტის მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მენენდესმა და მისმა ცოლმა, ნადინმა ნიუ-ჯერსიში სამი ბიზნესმენისგან ოქროს ზოდები და ნაღდი ფული აიღეს. მათივე მტკიცებით, სენატორმა და მისმა ცოლმა ქრთამი "ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ" მიიღეს.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ მენენდესმა და მისმა მეუღლემ ქრთამი, მათ შორის ნაღდი ფული, ოქრო, სახლის იპოთეკის გადახდები და ძვირადღირებული მანქანა, მიიღეს ნიუ-ჯერსელი სამი კაცისგან: ვაელ ჰანასგან, ხოსე ურიბესგან და ფრედ დაიბესგან.

გამოძიების თანახმად, მათ ეს გააკეთეს, რათა მენენდესის გავლენა გამოეყენებინათ სამი ბიზნესმენის დასაცავად და ეგვიპტის სასარგებლოდ.

ფედერალურმა აგენტებმა სახლის ჩხრეკის დროს, $480 ათასი ამოიღეს, რომელთა დიდი ნაწილი კონვერტებში იყო "ჩატენილი და ტანსაცმელში, სეიფსა და კარადებში იყო შენახული". გარდა ამისა, ავტოფარეხში იპოვეს ძვირადღირებული მანქანა და $100 ათასის ოქროს ზოდები.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სენატორ მენენდესს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. 2015 წელს მას ბრალი წაუყენეს მდიდარი ფლორიდელი თვალის ექიმისგან ქრთამის აღებისთვის. მაშინ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს.


close დახურვა