ამერიკელი სამხედროები სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქებს ტოვებენ. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ სამხედროებს სირიიდან ერაყში გადაიყვანენ, საიდანაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ. მარკ ესპერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კონტრტერორისტული ოპერაციები სირიაში ერაყის ტერიტორიიდანაც განხორციელდეს. პარალელურად ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ სასაზღვრო ქალაქი რას ელ-აინი სირიის დემოკრატიულმა ძალებმაც დატოვეს.